მათემატიკის წრის რეფლექსია


სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლის
                                       მასწავლებელ    ნინო გოგიაშვილის
                                      მათემატიკის წრის რეფლექსია
       მათემატიკა ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მოწინავე ქვეყნების მაგალითი გვიჩვენებს, რომ ქვეყნის ძლიერების და ხალხის მატერიალური კეთილდღეობის დონეს განსაზღვრავს მძლავრი ეკონომიკა, ხოლო ეკონომიკის დონეს-მათემატიკა. ის ჭირდება მუშას,ხელოსანს, დურგალს, მკერავს, ჟურნალისტს, დიასახლისს, ერთი სიტყვით ნებისმიერი პროფესიის ადამიანს. დღეს ძნელად მოიძებნება ისეთი დარგი, რომელიც რაიმე მოცულობით არ იყენებს მათემატიკურ ხერხებს და მეთოდებს. მათემატიკა რეალური ცხოვრების ანარეკლია, ამიტომ მისი სწავლა ხელს უწყობს თავისუფალი, ლოგიკური, შემოქმედებით აზროვნების განითარებას.  მათემატიკის სწავლების გაძლიერების მიზნით შევქმენი მათემატიკის წრე. შევარჩიე წრის სახელწოდება ,,სახალისო მათემატიკა“. წრის შექმნის მიზანი იყო მოსწავლეებში მათემატიკისადმი ინტერესის გაღვივება საკუთარი შესაძლებლობების და საკუთარი თვითშეფასების უნარის გამოვლენა.
საწრეომუშაობა მიმდინარეობდა 2018-2019 სასწავლო წელის მეორ სემესტრში კვირაში ერთჯერ, სამშაბათს დღეს . გვქონდა ოცი სამუშაო შეხვედრა, თითოეული სამუშაო შეხვედრის ხანგრძლივობა იყო ერთი აკადემიური საათი. მათემატიკის წრის მეცადინეობაში გაერთიანებული იყო მესამე-მეოთხე კლასის მოსწავლეები. სამუშაოდ ავირჩიეთ სხვადასხვა  ტესტები, ამოცანები და სავარჯიოები ზოგადი უნარების განვითარებისათვის.
დაგეგმილი აქტივობების განხორციელებამ დადებითი შედეგი გამოიღო.საწრეო მუშაობაში მოსწავლეთა ჩართულობის დონე მაღალი იყო. საწრეო მუშაობის მიმდინარეობის პროცესში ხარვეზებს ადგილი არ ჰქონია. იგი მიმდინარეობდა შედგენილი განრიგის მიხედვით.საწრეო მუშაობის პროცესში არ გახდა საჭირო პროგრამის მოდიფიცირება.შეხვედრების განრიგები და ამსახველი ფოტო-მასალა ეტაპობრივად ავტვირთე პერსონალურ ბლოგზე,რომლის მისამართია:
ninomatematikiswre.blogspot.com
საწრეო მუშაობის მიზანს მივაღწიე.განხოეციელებული აქტივობები იყო მოსწავლეებისათვის საინტერესო და მრავალფეროვანი. მათემატიკის წრის მუშაობის ფუნქციონირება მნიშვნელოვანი და აქტუალური იყო. აღნიშნულმა წრემ ხელი შეუწყო  მათემატიკისადმი მოსწავლეთა დაინტერესებას და საგნისადმი ცოდნის გაღრმავებას.

                                                                                                                   ნ. გოგიაშვილი
                                                                                                      14.06.2019.

Comments