31.12.2018 მათემატიკის წრის რეფლექსია


      სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლის
                                       მასწავლებელ    ნინო გოგიაშვილის

                                      მათემატიკის წრის რეფლექსია

მათემატიკა ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მოწინავე ქვეყნების მაგალითი გვიჩვენებს, რომ ქვეყნის ძლიერების და ხალხის მატერიალური კეთილდღეობის დონეს განსაზღვრავს მძლავრი ეკონომიკა, ხოლო ეკონომიკის დონეს-მათემატიკა. ის ჭირდება მუშას,ხელოსანს, დურგალს, მკერავს, ჟურნალისტს, დიასახლისს, ერთი სიტყვით ნებისმიერი პროფესიის ადამიანს. დღეს ძნელად მოიძებნება ისეტი დარგი, რომელიც რაიმე მოცულობით არ იყენებს მათემატიკურ ხერხებს და მეთოდებს. მათემატიკა რეალური ცხოვრების ანარეკლია, ამიტომ მისი სწავლა ხელს უწყობს თავისუფალი, ლოგიკური, შემოქმედებით აზროვნების განითარებას.  მათემატიკის სწავლების გაძლიერების მიზნით შევქმენი მათემატიკის წრე. შევარჩიე წრის სახელწოდება ,,სახალისო მათემატიკა“. წრის შექმნის მიზანი იყო მოსწავლეებში მათემატიკისადმი ინტერესის გაღვივება საკუთარი შესაძლებლობების და საკუთარი თვითშეფასების უნარის გამოვლენა.
საწრეომუშაობა მიმდინარეობდა 2018-2019 სასწავლო წელის პირველ სემესტრში კვირაში ორჯერ, სამშაბათს და ოთხშაბათს. გვქონდა ოცი სამუშაო შეხვედრა, თითოეული სამუშაო შეხვედრის ხანგრძლივობა იყო ერთი აკადემიური საათი. მათემატიკის წრის მეცადინეობაში გაერთიანებული იყო მესამე-მეოთხე კლასის მოსწავლეები. სამუშაოდ ავირჩიე ენვერ მაჩიტიძის წიგნი ,,მატემატიკა ბავშვებისათვის ისწავლეთ და იხალისეთ.“რომელიც მოიცავს ტესტებს, ამოცანებს და სავარჯიოებს ზოგადი უნარების განვითარებისათვის. ავირჩიეთ ოთხი თემა თითოეულ თემას დავუთმე ხუთ-ხუთი საათი.
 პირველი ხუთი მეცადინეობის თემა იყო  ტესტები სხვადასხვა სფეროდან ცოდნის გაღრმავებისათვის, რომლის მიზანია მოსწავლეთათვის აზროვნების, მსჯელობის, შეხედულებათა ჩამოყალიბების უნარის განვითარება.
მეორე ხუთი მეცადინეობის თემა: მოსწავლეთა ინტელექტის განვითარება. რომლის მიზანია  მსჯელობა-დასაბუთების უნარის განვითარება.
მესამე ხუთი მეცადინეობა დავუთმე ,,სახუმარო ამოცანებს.“ რომლის მიზანია მათემატიკისადმი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება.
მეოთხე ხუთი მეცადინეობა მოიცავდა ,,სახალისო და თავშექსაცევ ამბებს.“რომლის მიზანი იყო ყოველდღიურ ცხოვრებაში მათემატიკის გამოყენების გააზრება.
დაგეგმილი აქტივობების განხორციელებამ დადებითი შედეგი გამოიღო.საწრეო მუშაობაში მოსწავლეთა ჩართულობის დონე მაღალი იყო. საწრეო მუშაობის მიმდინარეობის პროცესში ხარვეზებს ადგილი არ ჰქონია. იგი მიმდინარეობდა შედგენილი განრიგის მიხედვით.საწრეო მუშაობის პროცესში არ გახდა საჭირო პროგრამის მოდიფიცირება.შეხვედრების განრიგები და ამსახველი ფოტო-მასალა ეტაპობრივად ავტვირთე პერსონალურ ბლოგზე,რომლის მისამართია:
ninomatematikiswre.blogspot.com
საწრეო მუშაობის მიზანს მივაღწიე.განხოეციელებული აქტივობები იყო მოსწავლეებისათვის საინტერესო და მრავალფეროვანი. მეორე სემესტრში გავითვალისწინებ, რომ დაგეგმილი აქტივობები იყვეს კიდევ უფრო მეტად საინტერესო, სახალისო და მრავალფეროვანი.
მათემატიკის წრის მუშაობის ფუნქციონირება მნიშვნელოვანი და აქტუალური იყო. აღნიშნულმა წრემ ხელი შეუწყო  მათემატიკისადმი მოსწავლეთა დაინტერესებას და საგნისადმი ცოდნის გაღრმავებას.

                                                                                                                   ნ. გოგიაშვილი
                                                                                                           31.12.2018


Comments